logo
ENG



"დაჯექი, ორიანი" - კახა კალაძე ირაკლი ნადირაძეს

07 დეკ 202117:10
3 წუთის საკითხავი
 

"დაჯექი, ორიანი" - ასე მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრ, ირაკლი ნადირაძეს, რომელიც მას აკრიტიკებდა. გარდა ამისა, თბილისის მერმა საკრებულოს წევრს ჯამბაზიც უწოდა.

საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის მთავრობის დამტკიცებას განიხილავდნენ, ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, რომელიც კორუფციული ეჭვებს ბადებს.

"თქვენ ბრძანეთ, რომ აპირებთ მომავალ წელს ავტობუსების ყიდვას, ბიუჯეტის პროექტშიც არის ჩადებული, მე მაინტერესებ შემდეგი ტენდერიდან რამდენი მილიონი ლარის მოპარვას აპირებთ. წინა მერობის პერიოდში თქვენს ნათლიმირონ [ილია] წულაიას ვარკეთილში, მესამე მასივში 16 მილიონის ქონება გადაეცით ერთ ლარად. მე მაინტერესებს ამ მერობის პერიოდში რამდენი მილიონის ქონება უნდა გადასცეთ თქვენს ნათლიმირონებს. ასევე ბატონო, წინა მერობის პერიოდში, თქვენ მეგობარ ბექა ოდიშარიას 200 ათასი ლარის ქონება გაუცვალეთ 5-მილიონლარიან ქონებაში, ასევე, თქვენი კომოს ტბის ძმაკაცებს...", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რა დროსაც მას საკრებულოს თავმჯდომარემ გააწყვეტინა და უთხრა, რომ შეფასებების დრო მოგვიანებით ექნება.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოცემულობა. ლევან ხაბეიშვილი, რომელიც იყო, საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ბატონი ხაბეიშვილი ჩაანაცვლა ირაკლი ნადირაძემ. ასე, რომ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გავერთოთ", - თქვა საპასუხოდ კახა კალაძემ.

ამის შემდეგ ნადირაძემ კვლავ გააგრძელა საუბარი კალაძის სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე:

"სამართლიანია, რომ ამდენი კორუფციული ფაქტისა და სკანდალის შემდეგ, თქვენ აქ იყოთ და მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი, მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში? მაგიტომ გინდათ, ივანიშვილის გულის საამებლად, რომ ფულები იშოვოთ, გამდიდრდეთ".

"დაჯექი, ორიანი, ირაკლი", - უპასუხა კალაძემ 


close დახურვა